logo
ENG



ლევან გოფოძე: ყველას პლაქველინით არ ვმკურნალობთ

21 აპრ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების პლაქველინის პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ნებისმიერი პრეპარატი ადამიანის ჩვენებების მიხედვით გამოიყენება. 

მისივე განცხადებით, თუ რომელი მედიკამენტით მოხდება მკურნალობა, ამას ექიმი წყვეტს და ეს საკითხი მედიკოსებს უნდა მივანდოთ.

„მსოფლიოში რამოდენიმე ტიპის პრეპარატი იხმარება. პრეპარატები ჩვენების მიხედვით იხმარება, თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება და ა.შ. ამის მიხედვით ხდება შემდგომში პრეპარატების შერჩევა, იქნება ეს პლაქველინი, თუ სხვა ანტიბიოტიკები. სხვადასხვა სიმძიმის გამოვლინების შემთხვევაში სხვადასხვა პრეპარატია საჭირო. ასეთი საუბრების დროს ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ თუ რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნით. ეს წმინდა სამედიცინო საკითხია და ექიმებს უნდა მივანდოთ. უსიმპტომო პაციენტებში პლაქველინის ფართოდ გამოყენება არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ


close დახურვა